ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიის ზონებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიის ზონებში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, დღეს დილიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია მის მოადგილესთან, მაიზერ ნანავასთან ერთად სტიქიის სხვადასხვა ზონებში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა.

„ამასთანავე, მერიაში შექმნილია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია.

შეგახსენებთ, რომ წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში და ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე პრობლემები შექმნა.

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები, სავარგულები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე.

ჩამორეცხილი და დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, ხიდ-ბოგირები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ოპოზიციონერი მიხეილ ზაქარეიშვილი სუროგაციის აკრძალვაზე: თუ რამე არაა ეკლესიის საქმე, ეს...

თუკი რამე არაა ეკლესიის საქმე, ეს არის, მაგალითად, კანონშემოქმედებით ცხოვრებაში ჩარევა, - განაცხადა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, მიხეილ ზაქარეიშვილმა, სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას "ტვ პირველის" ეთერში. მისი...