4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

„ქართული ოცნების“ კონფერენციებზე ხობის, სენაკისა და ფოთის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები სამეგრელო-ზემო-სვანეთის მხარეში გრძელდება.
ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები დღეს ხობში, სენაკსა და ფოთში გამართულ კონფერენციებზე აირჩიეს.

• „ქართული ოცნების“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩეულია ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია;
• სენაკის ორგანიზაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია უხელმძღვანელებს;
• ფოთის ორგანიზაციას, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი – ბექა ვაჭარაძე.

14 სექტემბერს, პარტიული კონფერენციები მარტვილსა და აბაშაში გაიმართება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები