4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ლევან ნიკოლეიშვილი ევროპარლამენტარების განცხადებებზე – ეს ის ხალხია, სააკაშვილის დედის გიულის დაფინანსებული ლობისტები რეზოლუციის ტექსტებს რომ უწერენ და მერე ერთ ხმაში მკაცრი სახით კითხულობენ

ეს ის ხალხია, სააკაშვილის დედის გიულის დაფინანსებული ლობისტები რეზოლუციის ტექსტებს რომ უწერენ და მერე ერთ ხმაში რომ მკაცრი სახით კითხულობენ. ბრავო “ქართულ ოცნებას,” ჯერ მარტო იმპიჩმენტის პროცედურის განცხადებით რომ ასეთ დღეში ჩააგდო ესენი – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების განცხადებებს.

როგორც ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ასე შოკირებულ-აღშფოთებულ-შეშფოთებულები, ბევრჯერ გვინახავს ეს სამარცხვინო და დეგრადირებული სუბიექტები.

„ასე სასწრაფოდ შოკირებულ-აღშფოთებულ-შეშფოთებულები, ბევრჯერ გვინახავს ეს სამარცხვინო და დეგრადირებული სუბიექტები. ეს ის ხალხია, სააკაშვილის დედის გიულის დაფინანსებული ლობისტები რეზოლუციის ტექსტებს რომ უწერენ და მერე ერთ ხმაში რომ მკაცრი სახით კითხულობენ. ბრავო “ქართულ ოცნებას,” ჯერ მარტო იმპიჩმენტის პროცედურის განცხადებით, რომ ასეთ დღეში ჩააგდო ესენი. ახლა წარმოიდგინეთ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დასრულების შემდეგ კი შეიძლება ხმაც დაკარგონ და ენაც ჩაუვარდეთ. ისე ჩვენში დარჩეს ცოტა თქვენი ბრალიც არის სალომე ზურაბიშვილის არეულ-დარეული კარიერა, ჰო და იქნებ ურჩიოთ თვითონ გადადგეს. არც ის იქნება ურიგო თუ თქვენისთანა სუბიექტებიც დატოვენენ ევროპარლამენტს, მინიმუმ ევროპარლამენტის სახელის გაალამაზებთ, რომელიც ფაქტია, რომ საკმაოდ დააზარალეთ“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.