ირაკლი კობახიძე ჯონათან ჯანოგლის შეხვდა

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები იყო განხილვის მთავარი თემა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეს ჯონათან ჯანოგლისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძეს შორის.

ირაკლი კობახიძემ ჯგუფის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. როგორც მან განაცხადა, საერთაშორისო ასპარეზზე ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გამორჩეული მეგობრები გვყავს ბრიტანეთის პარლამენტში, პირველ რიგში, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის და ასევე, სხვა პარლამენტარებს მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

როინ შავაძის მეუღლე სააკაშვილის აღიარებაზე: კიდევ ერთხელ დაამტკიცა მიშამ, რომ მისი...

როინ შავაძის მეუღე, ციცინო შავაძე მიხეილ სააკაშვილის აღიარებას ეხმაურება. როგორც „ქრონიკასთან“ ციცინო შავაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ როინ შავაძე სწორედ მისი დაკვეთით...