4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ცოტნე ანანიძე პაატა ბურჭულაძის ადრინდელ განცხადებაზე, რომ საჭიროა პირდაპირი დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან, აცხადებს: უხერხულია ასეთი პასუხის ავტორი, ეკონომიკური სანქციების მიერთებას და უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხვდეს ხელისუფლებისგან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძესთან ერთად ჩაწერილ ძველ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დასმულ შეკითხვაზე, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აპირებს თუ არა პირდაპირ დიალოგს რუსეთის ხელისუფლებასთან, ბურჭულაძე პასუხობს: „ეს გუნდის გადასაწყვეტია. ჩემი აზრით საჭიროა პირდაპირი დიალოგი. ჩვენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გვყავდეს ის შუამავალი, რომელიც იქნება გარანტი ჩვენი საუბრისა, მაგრამ პირდაპირი საუბარი უნდა იყოს“.

„მინიმუმ უხერხულია ასეთი პასუხის ავტორი, ეკონომიკური სანქციების მიერთებას და უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხვდეს ხელისუფლებისგან…“- წერს ანანიძე.

https://www.facebook.com/share/v/17Sh8HVrXw/

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ახალშობილი აშშ-ის დროშის ფონზე

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

⚖️🇺🇸 მერილენდის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძანების ამოქმედება დროებით შეაჩერა. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.