2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყება

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყება. მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტს განათლების კომიტეტზე განიხილავენ. დოკუმენტის მიხედვით, 2027 წლიდან დაგეგმილია პენსიის ზრდა ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მატება. დაფინანსება ეზრდება თითქმის ყველა სამინისტროს. 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 127 მილიონ ლარზე მეტით.

„ყველა კომიტეტი მოისმენს ბიუჯეტში დაგეგმილ ძირითად პარამეტრებს. დოკუმენტი წარმოდგენილია 37.6 მლრდ ლარით, დაგეგმილია 5%-იანი ზრდა.

გათვალისწინებული იქნება ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელიც წარმოდგენილი იქნება კომიტეტის სხდომაზე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის...

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი...