ლამის, მთელი პოლიტიკური საზოგადოება ელოდა დღეს “მთავარი პოლიტიკური მოვლენის უთქმელ ამბებს” “ნოდარ მელაძის შაბათში”, სადაც შემდეგ კითხვებს უნდა გასცემოდა პასუხები:
1) ვისთან მივიდა სალომზე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის პროცესს დასრულების შემდეგ?
2) რა სათადარიგო გეგმა დევს ორბელიანის სასახლეში თუ ზურაბიშვილს გადააყენებენ, იქნება თუ არა გიორგი გახარიას გუნდთან ერთად ახალი მოძრაობის ლიდერი?
3) თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლიდან ოპოზიციის ახალ ლიდერად მოგვევლინება, ვისით შეცვლის მას “ქართული ოცნება”?
მასალის ნახვის შედეგად კი გავიგეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ძაღლს ბიძინა ივანიშვილის ე.წ. შუშის სასახლის მიდამოებში ასეირნებს-ხოლმე და ქალბატონი პრეზიდნეტი პოლიტიკურ განცხადებებს ქუჩაში/სკვერში კვლავ არ აკეთებს.
TV-პირველის ვებგვერდზე “ნოდარ მელაძის შაბათს” ასეთი აღწერა აქვს: “გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი ყოველ შაბათს, საღამოს 8-ზე წარმოგიდგენთ შაბათის ეთერს”.
აჩვენეთ ქვემოთმოყვანილი “სპეციალური რეპორტაჟი” მომავალ ჟურნალისტებს ნიშნად იმისა, როგორი არ უნდა იყოს მათ მიერ მომზადებული ჟურნალისტური მასალა. შესაბამისად, ჟურნალისტიკის ისტორიაში მარადჟამს დარჩება, 2023 წლის 7 ოქტომბერს გასული, ქვემოთმოყვანლი მასალა, ზემოთაღნიშნულ “გამომძიებელ ჟურნალისტთა” საქმიანობის ანტიმაგალითად.
P.S. ამ მასალის გასვლის შემდეგ, ნოდარ მელაძე რომ ამბობს, შეჯამების სახით – პრეიზდენტის მრავლისმთქმელი ინტერვიუო, აი, ეგ, კიდევ ცალკე განხილვის თემაა.








