22 სექტემბერი, სამშაბათი, 2026
22 სექტემბერი, სამშაბათი, 2026

შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო – კომპანიამ რუსული ნავთობის ჩანაცვლება დაასრულა

23 აგვისტოდან შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო. კომპანიის განცხადებით, ამით რუსული ნავთობის ჩანაცვლების პროცესი წარმატებით დასრულდა.

„ბლექ სი პეტროლიუმის“ ინფორმაციით, აღნიშნულს წინ უძღოდა გარდამავალი პერიოდი — ივლისი და აგვისტოს პირველი სამი კვირა, როდესაც საწარმო რუსულ ნედლ ნავთობთან ერთად ყაზახურ ნავთობსაც გადაამუშავებდა.

„30 აგვისტოს ყულევის პორტში შემოვიდა გემი KRITI LEGEND, რომელმაც BSP-ისთვის ლიბიური ნედლი ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა. 90 000 ტონამდე ტვირთი 3 ივლისს გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებშია მოწოდებული.

ამრიგად, „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ 1 და 31 ივლისს გაცხადებული ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმა წარმატებით განხორციელდა“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

„თბილისობა“ წელს 3 და 4...