აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა რუს კოლეგასთან შემდეგ შეხვედრაზე მოსკოვში ჩასვლა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს მიმართა: „ძალიან მალე ვისაუბრებთ და ალბათ, მალე გნახავთ კიდეც“.
„შემდეგ ჯერზე მოსკოვში“, – უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, „ეს [შეთავაზება] საინტერესოა“ და დასძინა: „ცოტა გამაკრიტიკებენ ამაზე, მაგრამ შესაძლებელია, ასეც მოხდეს“.









