4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: არ იციან, რომ ერთ მდინარეში ადამიანი ორჯერ ვერ შევა, ეს არჩევანი აქვთ დღეს – დაინგრნენ, თუ დამცირდნენ

არც ისტორიას ეცნობიან, არც რაიმე ღრმა ცოდნა აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე. არ იციან, რომ ერთ მდინარეში ადამიანი ორჯერ ვერ შევა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციის მხრიდან მანდატებზე უარის თქმის საკითხს ეხებოდა.

„ისინი მოქმედებენ უცხოეთიდან დაკვეთით. მათ ორი გზა აქვთ: მანდატებზე უარი თქვან და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი და მეორე – არ თქვან მანდატებზე უარი და ამით დაიმცირონ საკუთარი თავი. ეს არჩევანი აქვს დღეს ოპოზიციას – დაინგრნენ, თუ დამცირდნენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები