4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

შალვა პაპუაშვილი – ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც კელი დეგნანს სურდა, იყო თანხმობა სანქციებზე, ყოველ ჯერზე მიტრიალებდა კითხვას და უარის შემდეგ აძლევდა ნიშანს თანაშემწეს, ეს ჩანაწერში აესახა

ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც კელი დეგნანსსურდა, იყო თანხმობა სანქციების დაწესებაზე, ყოველ ჯერზე მიტრიალებდა კითხვას და ყოველიუარის შემდეგ აძლევდა ნიშანს თანაშემწეს, რომ ესჩანაწერში აესახა, – ამის შესახებ  საქართველოსპარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიფეისბუქისგვერდზე წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, მოგვიანებით, დრომდაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკადასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგადდგინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის დასაჭიროებებისათვის მოერგო

„2022 წლის 28 თებერვალს პარლამენტის სასახლეშიშევხვდი აშშის ელჩს მის თანმხლებებთან ერთად. პირველი, რითაც მან საუბარი დაიწყო, იყოდაბნეულობისა და იმედგაცრუების გადმოცემა, რომელსაც მისი მთავრობა გრძნობდა საქართველოსპრემიერის გადაწყვეტილებასთან და 25 თებერვლისგანცხადებასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როდესაც უნდა აგვერჩია ნათელმხარეს ვართ, თუ ბნელ მხარეს, რაც, პირველ რიგში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაშიუნდა გამოხატულიყო. ელჩი ამ მოთხოვნასხაზგასმით და მკაფიოდ აფიქსირებდა, მისისპეციალური თანაშემწე კი ჩემს პასუხებს, დაწვრილებით იწერდა. ამ დროს დაწყებული ომისმასშტაბი და შედეგი ჯერ ისევ ბუნდოვანია. საქართველო, რომელსაც არავინ უთანხმებსრუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ სანქციებისდაწესებას, მის შინაარსს, ხანგრძლივობას, რაიმეკონკრეტიკას, ვერ მოაწერს ხელს ასეთ სუფთაფურცელს, ვპასუხობ მე; უცნობია ასეთი მკვეთრიდემარში, რას მოუტანს საქართველოს, რა საპასუხოდარტყმას მივიღებთ და რა რისკებში აღმოვჩნდებითჩათრეული. ჩვენ ვართ სპეციფიური ქვეყანა, რუსულიჯარი ჩვენს ტერიტორიაზეა, ჩვენ გვჭირდებასიფრთხილე. ჩვენ არ ვართ არც ნატო და არცევროკავშირის წევრი, შესაბამისად, არც ნატობირთვული ქოლგა და არც ევროკავშირისეკონომიკური ურთიერთდახმარების ვალდებულებაგვიცავს. ამ ცალსახა პოზიციასთან ერთად, იქვევუპასუხე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვეგადადგა გარკვეული ნაბიჯები, თუნდაც იგივესაბანკო სფეროში, რომლითაც გამოირიცხასანქციების გვერდის ავლა. აღვნიშნე, რომსაერთაშორისო ასპარეზზე, ნებისმიერი ფორმატისგანხილვებსა და კენჭისყრებში საქართველოუკრაინის მხარეს იჭერდა, თუმცა აშშის ელჩიკატეგორიული და შეუვალი იყო. ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც მას სურდა, იყო თანხმობა სანქციებისდაწესებაზე. ყოველ ჯერზე ის მიტრიალებდაკითხვას, ვაპირებდით თუ არა, შევერთებიდითსანქციებს, და ყოველი უარის შემდეგდემონსტრაციულად აძლევდა ნიშანს მისთანაშემწეს, რომ ეს მის ჩანაწერში აესახა.

მოგვიანებით, დრომ დაადასტურა, რომ სანქციებისპოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობისშედეგად დგინდებოდა, რომელშიც ყველაცდილობდა, სანქციები თავისი ქვეყნისინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო. კერძოდ, მათი უმრავლესობის ინტერესებისგათვალისწინებით, ენერგეტიკის სფეროსანქციებიდან მეტწილად გამოირიცხა. ომისპარალელურად, ევროპაში რუსული გაზი კვლავუკრაინის გავლით მიედინებოდა. ლიეტუვა კირუსეთში ღვინის წამყვანი ექსპორტიორი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღვინოს არაწარმოებს. ამერიკის ელჩს ასევე განვუმარტე, რომუკრაინას დღეს თუ რამე ესაჭიროებოდა, ესსანქციები კი არა, სამხედრო დახმარება იყო, ჯარი, შეიარაღება, თავდაცვის სისტემები. ვხედავთ, რომზელენსკი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვსმებრძოლების გაგზავნას და იქნებ აშშის ეფიქრაამაზე. ამ წინადადებაზე იქვე მიპასუხა: გინდა, რომბირთვული ომი დაიწყოს?, რაზეც ვუთხარი ხედავთ, თქვენ ფრთხილობთ, ჩვენი სიფრთხილე კიარ მოგწონთ. რეალურად კი არსებულ ვითარებაშიჩვენთვის ვითარების ესკალაცია და შესაძლო ომი, ბირთვული ომის ტოლფასია. ჩვენი საუბრის შემდეგ, ელჩი სახელმწიფო კანცელარიაშიპრემიერმინისტრთან სასაუბროდ გაეშურა. ჩემთანსაუბარი, როგორც საკანონდმებლო ორგანოს ორითვის წინ არჩეულ თავმჯდომარესთან, როგორც ჩანს, მხოლოდ მოთელვა იყო. პრემიერმინისტრთანსაუბარი კი გაცილებით მოცულობითი და პირდაპირი, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური სანქციებისდაწესებაარდაწესების საკითხი. ელჩის ყველამცდელობა უშედეგო გამოდგა. საქართველოსხელისუფლებამ უარი თქვა დაუფიქრებელ დაარაგონივრულ ესკალაციაზე. არ ვიცი, რამდენადარის ეს დამთხვევა, თუმცა ამ დრამატული საუბრებისმეორე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ზუსტად ამ საბაბით, საქართველოდან ელჩი გაიწვია, რითაც ვითარება უფრო დაამძიმა და თბილისშიმიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ცეცხლზენავთი დაასხა, წერს შალვა პაპუაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები