4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო პარაკლისი მიმდინარეობს

საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი მიმდინარეობს.

პარაკლისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, შიომ (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ატარებს.

ტაძარში მსახურებაზე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, და სხვა პირები. ასევე, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი.

მსახურების დასრულების შემდეგ ხელისუფლების პირველი პირები მრევლთან ერთად სამების ტაძრისკენ გაემართებიან.

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები