მცხეთა-მთიანეთის მხარეში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები, რომელზეც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს, დასრულდა.
- ყაზბეგის ორგანიზაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ქირიკაშვილი უხელმძღვანელებს
- თიანეთის ორგანიზაციას – თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან წიკლაური;
- დუშეთის ორგანიზაციას – დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, კახაბერ ჩიტაური;
- მცხეთის ორგანიზაციას – მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი.
მცხეთა-მთიანეთის გარდა, „ქართული ოცნების“ კონფერენციები აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში გაიმართა.
ქვეყნის მასშტაბით, სულ 73 პარტიული კონფერენცია ჩატარდება.









