4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ტრამპი: აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება თითქმის აღადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა თითქმის აღადგინა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, თუმცა 11 მარტს საუდის არაბეთში გასამართი მოლაპარაკებებისგან პოზიტიურ შედეგებს ელის.

მისი თქმით, ამერიკა ახლოსაა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდების აკრძალვის მოხსნასთან.

„ჩვენ ეს თითქმის გავაკეთეთ“, – თქვა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, შესაძლოა თუ არა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების განბლოკვა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მას სურს გაიგოს, მზადაა თუ არა უკრაინა ომის დასრულებისთვის წავიდეს მატერიალურ დათმობებზე რუსეთის სასარგებლოდ.

„ვფიქრობ, რომ მიმდინარე კვირას ჩვენ შესამჩნევ პროგრესს მივაღწევთ“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, ის აგრეთვე ელის, რომ საუდის არაბეთში იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერება. „ისინი ხელს მოაწერენ შეთანხმებას წიაღისეულის მოპოვების შესახებ, მაგრამ მსურს, რომ მათ მშვიდობა უნდოდეთ… მათ ეს ისე არ გამოუხატავთ, როგორც საჭიროა“, – თქვა ტრამპმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.