4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი: რუმინეთის არჩევნებში ჩაერია ბაიდენი USAID-ის მეშვეობით

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანმა, რიჩარდ გრენელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩაერია.

როგორც ტრამპის მრჩეველი აღნიშნავს, ბაიდენის ადმინისტრაცია რუმინულ არჩევნებში USAID-ის სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ერეოდა.

„USAID-ის პროგრამები ისეთი ადამიანებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებიც „ვოუქიზმს“ არ წარმოადგენდნენ. ბაიდენის გუნდი აშშ-ის გადასახადების გადამხდელთა ფულს მემარცხენე პროგრამებისა და მთელ მსოფლიოში კანდიდატების მხარდაჭერაში ხარჯავდა. კონსერვატორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავდასხმის ობიექტები იყვნენ. რუმინეთი – უახლოესი მაგალითია“, – დაწერა მან.

ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერში გაიმართა. არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება კელინ ჯორჯესკუმ მოიპოვა, თუმცა, დეკემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული ჩარევის მიზეზით საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები