4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი: დეტალურად უნდა შევამოწმოთ აშშ-ის მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება – ამერიკელები იმსახურებენ გამჭვირვალობას

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ერთ-ერთი მომავალი ხელმძღვანელი, ვივეკ რამასვამი ვიქტორია ნულანდის „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) დირექტორთა საბჭოში დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ჩვენ დეტალურად უნდა შევამოწმოთ აშშ-ის მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება“.

 

 

„ეს ოქსიმორონია, რომელიც წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთა ფულის ფლანგვას, მაგრამ რეალური პრობლემა უფრო ღრმაა: ამერიკელები იმსახურებენ გამჭვირვალობას გაუმჭვირვალე უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ვივეკ რამასვამიმ.

აღსანიშნავია, რომ ვივეკ რამასვამის აღნიშნული მესიჯი სოციალურ ქსელ X-ში გაიზიარა ილონ მასკმა კომენტარით „აბსოლუტურად ვეთანხმები“.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.