სირიაში შექმნილ ვითარებაზე, იორდანიის დედაქალაქ ამანში თურქეთის, იორდანიის, ერაყის, ლიბანისა და სირიის დიპლომატიურმა სამხედრო და სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. შეხვედრაზე მიღებულ ერთობლივ განცხადებაში, სამიტის მონაწილეებმა მკაცრად დაგმეს ბოლო დღეებში ქვეყანაში შექმნილი ვითარება და მხარდაჭერა გამოხატეს სირიელი ხალხისა და მმართველობის მიმართ, რომელიც, ქვეყნის აღდგენის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენაა მიმართული.
„ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა გავუმკლავდეთ რიგ პრობლემებს, რომლის წინაშეც სირიელი ხალხი აღმოჩნდა. გამოვხატეთ ერთობლივი პოზიცია ტერორიზმთან ბრძოლის ასპექტში, კერძოდ, შევთანხმდით ერთად ვიბრძოლოთ დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსა და იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რასაც ეს დაჯგუფება სირიას, ჩვენ რეგიონს და მთელ მსოფლიოს უქმნის“, – განაცხადა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აიმან საფადიმ.








