1 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2026
1 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2026

სეუს ასისტენტ-პროფესორმა დიანა ლიპარტელიანმა ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიაში ხელოვნური ინტელექტისა და მედიის კვლევის შესახებ მოხსენება წარადგინა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს აფილირებულმა ასისტენტ-პროფესორმა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა დიანა ლიპარტელიანმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „Comparison as Method and Heuristic in Communication Research“ („შედარება, როგორც მეთოდი და ევრისტიკული პრინციპი კომუნიკაციის კვლევაში“).

კონფერენცია 2026 წლის 23–24 სექტემბერს ვენაში, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიისა და კლაგენფურტის უნივერსიტეტის შედარებითი მედიისა და კომუნიკაციის კვლევების ინსტიტუტი (CMC). კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს, ავსტრიის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ლიეტუვის, შვედეთის, იტალიის, ესპანეთის, ესტონეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და საფრანგეთის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

კონფერენცია CMC-ის დირექტორმა, პროფესორმა მათიაშ კარმაზინმა გახსნა, ხოლო მთავარი მოხსენება ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის პროფესორმა რობინ მანსელმა წარადგინა.

დიანა ლიპარტელიანმა პანელზე – „პოლიტიკური კომუნიკაცია განსხვავებულ კონტექსტებში“ – წარადგინა მოხსენება თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი და მედიის შედარებითი კვლევა: მანიპულაციური პოლიტიკური ნარატივების გამოვლენა მცირეენოვან მედიასისტემებში – საქართველოსა და ბალტიისპირეთის მედიის მაგალითზე“.

კვლევა ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და სანდოობის შეფასებას მცირეენოვან მედიასისტემებში მანიპულაციური პოლიტიკური ნარატივების გამოვლენისას.

კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო კვლევის შედეგების საერთაშორისო აკადემიური აუდიტორიისთვის გასაცნობად, პროფესიული გამოცდილების გასაზიარებლად და სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებთან სამომავლო თანამშრომლობისთვის საჭირო კავშირების დასამყარებლად.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები