განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.9% შეადგინა, ხოლო ივნისში ინფლაციის დონე 5.8% იყო.

იანვარ-ივნისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ 925 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 3 მილიარდ 876 მილიონი, ხოლო იმპორტი 9 მილიარდ 49 მილიონი დოლარი იყო. ევროკავშირის წილი საქართველოს მთლიან საქონელბრუნვაში 20.1%-ს შეადგენს.

ამავე პერიოდში წმინდა ფულადი გზავნილები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11%-ით გაიზარდა, ხოლო ქვეყანას 2 მილიონ 734 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.

2026 წლის იანვარ-ივნისის ნაერთ ბიუჯეტში 15 მილიარდ 86 მილიონი ლარი მობილიზდა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 12 მილიარდ 515 მილიონ ლარამდე შეადგინა.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის ათვისების საშუალო მაჩვენებელი 92%-ია. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კი დაახლოებით 1 მილიარდ 336 მილიონი ლარი აითვისა, რაც 98.9%-იან შესრულებას შეადგენს.

კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით მუშაობას ორშაბათს განაახლებს

საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით მუშაობას ორშაბათს განაახლებს. სასამართლო სათათბიროდ რამდენიმე წუთის წინ გავიდა. სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის ბერდია სიჭინავას რამდენიმე შუამდგომლობასთან დაკავშირებით უნდა...