4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

სერგეი შამბა: ოჩამჩირეში რუსული ფლოტის ბაზა არ გაიხსნება

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რუსულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება.

„რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის შესახებ საუბარი არ მიდის“, – თქვა შამბამ.

მისივე თქმით, აფხაზეთი რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობს. აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაა განლაგებული, ხოლო ე.წ. საზღვარს რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები