4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი – საფრანგეთი აშშ-სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენას ცდილობს

საფრანგეთი აშშ-სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენას ცდილობს, – ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა, სოფი პრიმასმა განაცხადა.

„ჩვენ ზავი შევთავაზეთ. ეს არის ის, რაც აშშ-თან მოლაპარაკებებში განიხილება. საფრანგეთი და ევროპა აშშ-სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენას ცდილობენ“, – განაცხადა საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, აშშ-სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენა უკრაინაში „ხანგრძლივი და მყარი მშვიდობისთვის“ მნიშვნელოვანია.

ამასთან, დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ფრანგ ხალხს მიმართავს.

„ამ გაურკვევლობის მომენტში, როდესაც მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, დღეს საღამოს სიტყვით მოგმართავთ“, – წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები