სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეების ნაწილს „უჯიშოს“ და „უმსგავსოს“ უწოდებს.
მან სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც საკუთარ თავს პრეზიდენტად მოიხსენიებს, სომხეთს კი საქართველო-სომხეთის საფახბურთო მატჩზე მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს უხდის.
„ბოდიშის მოხდა, ზოგს არა საჭირო ადგილას და არა სწორ მიმართულებით რომ უყვართ, იმათ გასაგონად.
როგორც ჯერაც ლეგიტიმური პრეზიდენტი, მინდა პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს ზოგ ჩვენ უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის.
ჩვენ ვართ და ვიქნებით კეთილმეზობლურად განწყობილი სახელმწიფოები, უძველესი ქრისტიანული სარწმუნოების მატარებელი ერები, და ვიცხოვრებთ მშვიდობიან ევროპულ კავკასიაში!“- წერს სალომე ზურაბიშვილი.









