თუ მოძრაობის წესები დაარღვიეთ, ამ სტატიაში აგიხსნით, როგორ უნდა გადაიხადოთ პატრულის ჯარიმა (ქონების მართვის სააგენტო) ონლაინ, ზუსტად ერთი ხელის მოსმით.
ამაში დაგეხმარებათ ვებგვერდი https://pay.ge/, რომელიც ლიბერთი ბანკს ეკუთვნის.
დეტალური ინსტრუქცია
- გადადით ვებგვერდზე pay.ge
- აირჩიეთ კატეგორია – ჯარიმები და სახელმწიფო გადასახადები
- მოძებნეთ სასურველი კომპანია: ამ შემთხვევაში, ქონების მართვის სააგენტო.
- შეიყვანეთ ინვოისის ნომერი
- და მიჰყევით ინსტრუქციას ბოლომდე.
თუ ინსტრუქციას დეტალურად გაივლით, სულ რაღაც 2 წუთი დაგჭირდებათ ტრანზაქციის განსახორციელებლად.
კიდევ რისი გადახდა შეგიძლიათ Pay.ge-ზე?
Pay.ge-ზე შეგიძლიათ გადაიხადოთ შემდეგი სერვისების ღირებულებაც:
- ტელევიზიის გადასახადი
- კომუნალური გადასახადები
- აზარტული თამაშები
- საფინანსო მომსახურება
- სხვა
თუ ხშირად არღვევთ საგზაო წესებს, აუცილებლად დაიცავით უსაფრთხოების ნორმები. გახსოვდეთ, რომ თქვენზე არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების უსაფრთხოებაც არის დამოკიდებული. ნუ ჩააგდებთ საფრთხეში ადამიანებს. იარეთ ნელა და დაიცავით მოძრაობის წესები.
პატრულის ჯარიმა კი გადაიხადეთ მარტივად, ონლაინ. Pay.ge არის მომენტალური გადახდების პორტალი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კომუნალური გადასახადების, ასევე, სხვა ქართული თუ უცხოური მომსახურების პროვაიდერების დავალიანების გადახდა, სწრაფად, კომფორტულად და სახლიდან გაუსვლელად. გადახდა შესაძლებელია საქართველოში ემიტირებული ნებისმიერი ბანკის ბარათით. Pay.ge-სა და მომხმარებელს შორის ინფორმაციის მიმოცვლა დაცულია. Pay.ge იყენებს HTTPS სერვისს, რისი საშუალებითაც ბარათის მონაცემები დაცულია PCI DSS საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. Pay.ge-ით სარგებლობისას ყოველთვის დააკვირდი ვებ გვერდის მისამართს, იმყოფები თუ არა ლეგიტიმურ საიტზე, რომლის მისამართიც www.pay.ge-ია. Pay.ge-ის არ გააჩნია ალტერნატიული მისამართები, როგორებიც არის Pay1.ge, Paypay.ge და ა.შ. აუცილებლად ეწვიეთ ვებგვერდს: https://pay.ge/ დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ კითხვები გაგიჩნდათ, დაუკავშირდით ნომერზე: 0 32 2 55 55 00
(R)









