25 წელია, რაც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე 14 ივნისს აღინიშნება. სენაკის მუნიციპალიტეტის მერია შშმ პირთა უფლებების დაცვისა და გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ინფორმაციას ავრცელებს:
,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს შშმ პირთა დახმარების პროგრამას, რომელშიც მიმდინარე წელს დამატებით ჩაერთო დაუნის სინდრომის, ცერებრული დამბლის, აუტიზმის მქონე შეზღუდული შესაძლებლობების 65 ბენეფიციარი, მხედველობის პრობლემის მქონე შეზღუდული შესაძლებლობებისა და სმენადაქვეითებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 75 ბენეფიციარი.
ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, 2021 წლიდან დღემდე, აღნიშნული პროგრამით, 534 000 ლარის ფარგლებში, 723-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
სენაკის მერია ასევე ახორციელებს „ჯანმრთელობაგაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამას“, რომელიც შშმ პირთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო მკურნალობის დაფინანსებას ითვალისწინებს.









