4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

რადიკალების აგრესიული ჯგუფის წარმომადგენლებმა გიორგი კალანდარიშვილის საცხოვრებელ სახლთან ადგილობრივ მცხოვრებლებს და პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის საცხოვრებელ სახლთან ადგილობრივ მცხოვრებლებს და პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

15-კაციანი ჯგუფი ადგილობრივებს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მეზობლები გიორგი კალანდარიშვილს გამოესარჩლნენ და მისი დაცვა სცადეს. აგრესიულ ჯგუფს ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა.

პოლიციასთან დაპირისპირების დროს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შეაფურთხა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები