საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა „ქრონიკის“ შეკითხვას – „სამიტამდე ერთი დღით ადრე რას ეტყოდა ის საქართველოს“, უპასუხა, რომ ქვეყანა სწორ გზაზეა.
„საქართველო კარგად მიდის, საქართველოს აქვს წარმატება, საქართველო სწორ გზაზეა. საქართველომ ეს გზა უნდა გააგრძელოს“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.









