რუსეთი ეთანხმება იმას, რომ უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს და მზად არის, ამაზე იმუშაოს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
„ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, მან დღეს თქვა, რომ უდავოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი უკრაინის უსაფრთხოება და ჩვენ მზად ვართ, ამაზე ვიმუშაოთ“, – განაცხადა პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.









