4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

პესკოვი: პუტინი ტრამპთან სასაუბროდ მზად არის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან სასაუბროდ მზად არის, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„პუტინი მზად არის, ჩვენ სიგნალებს ველოდებით. ყველაფერი მზადაა. აქ მარჩიელობა ახლა რთულია. როგორც კი რამე იქნება, შეგატყობინებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, ტრამპმა გუშინ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლის დროს განაცხადა, რომ მას რაც შეიძლება მალე პუტინთან საუბარი და უკრაინაში ომის დასრულება სურს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები