საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პაატა სალია ეხმიანება საკითხს, რომელიც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ეხება და აღნიშნავს, რომ ოპოზიციას ეშინია ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან მას ამომრჩეველი არ დარჩა.
„ეშინიათ იმის, რომ მათ, ფაქტობრივად, არ დარჩათ ამომრჩეველი. დარწმუნებული ვარ გაცილებით ნაკლები, მნიშვნელოვნად ნაკლები ამომრჩეველი ეყოლება დღეს იმ ძალებს, რომელსაც ჯერ კიდევ ოპოზიციას ვუწოდებთ. თუმცა, ისინი უკვე აღარ არიან, ჩემი აზრით ოპოზიცია, უფრო გადასული არიან ქვეყნისათვის მავნებლობის რეჟიმში. თუ ვინმეს უნდა. დაამტკიცოს, რომ ჰყავს ამომრჩეველი, შესწევს ძალა, რომ რაიმე პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, კეთილი ინებონ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, იმ არჩევნებში, რომლებიც დანიშნულია შემოდგომაზე“, – განაცხადა სალიამ.
საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 4 ოპოზიციური პარტია თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება მონაწილეობას არ იღებს. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, „გირჩია”.









