4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ნინო წილოსანი ევროკავშირის წარმომადგენლობაში დავით კირთაძის მისვლაზე: ძალიან სამწუხარო იყო, როდესაც ვნახეთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ძალადობაში არის ბრალდებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ევროკავშირის წარმომადგენლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირთაძის მისვლას აფასებს. მისი განცხადებით, თუ კირთაძე ევროკავშირის წარმომადგენლობაში სამუშაო ფორმატში იყო მისული, ეს ევროკავშირის მხრიდან ანტისტანდარტის დემონსტრირებაა.

„ძალიან სამწუხარო იყო, როდესაც ვნახეთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ძალადობაში არის ბრალდებული და რომლის ძალადობაც, გარდა იმ მუხლისა, რომლითაც დაისაჯა, ადამიანების თვალში უბრალოდ, იყო სადიზმი. ამიტომ თუ კირთაძის მიმართ ევროკავშირის წარმომადგენლობას გარკვეული გაკიცხვის, შენიშვნის მიცემის ან ჭკუის დარიგების სურვილი აქვს, შეიძლება, რამე გამართლება მოვუძებნოთ ევროკავშირის ოფისში მის მისვლას. თუმცა, თუ უბრალოდ, შეხვედრას ესწრება და სამუშაო ფორმატში არის ეს ადამიანი ევროკავშირის წარმომადგენლობაში მისული, მაშინ ჩვენდა სამწუხაროდ, ახალი ანტისტანდარტი წარმოგვიდგინა ევროკავშირმა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები