კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი უახლოესი კვირების განმავლობაში რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებს შეიმუშავებენ. ცნობას უკრაინული მედია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა განაცხადეს, რომ რუსეთში დაგეგმილი სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ მოსკოვის მხრიდან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის ახალი შანსი ჩნდება, ამიტომ, მოლაპარაკებების ახალი დასაწყისისთვის მომზადებაა საჭირო.









