7 სექტემბერი, ორშაბათი, 2026
7 სექტემბერი, ორშაბათი, 2026

„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ სახელს იცვლის და საქმიანობას „თავისუფალი ხალხის პარტიის“ სახელით გააგრძელებს. ამის შესახებ პარტიის სათათბიროს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.

პარტიის განმარტებით, სახელის შეცვლის მიზეზი ბოლო წლებში შექმნილი გაუგებრობაა, რადგან „გირჩის“ სახელწოდებას კიდევ ორი პოლიტიკური პარტია იყენებს.

„ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის პარტია ვიყავით. „გირჩი“ იმიტომ დავირქვით, რომ თავისუფლების იდეა გამოგვესახა ნეიტრალურ საგანში, რომელიც ხალხისთვის მარტივად დასამახსოვრებელი იქნებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტიაში აცხადებენ, რომ მსგავსი სახელწოდებების არსებობას მათი პოლიტიკური ოპონენტები იყენებენ და საზოგადოებას სხვა პოლიტიკური ჯგუფების განცხადებებსა და პოზიციებს ხშირად „გირჩის“ პოზიციად წარმოუჩენენ.

მათი შეფასებით, აღნიშნული გარემოება საზოგადოებაში პარტიის შესახებ არასწორ წარმოდგენას ქმნის და აზიანებს იმ იდეასაც, რომლის გარშემოც პარტია შეიქმნა.

„გადავწყვიტეთ, ეს დავასრულოთ და გადავშალოთ პოლიტიკური ცხოვრების ახალი ფურცელი – დავირქვათ ის, რაც რეალურად ვართ, სულ ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით: თავისუფალი ხალხის პარტია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ჩიხელიძე: თუ ეს ორი...