7 სექტემბერი, ორშაბათი, 2026
7 სექტემბერი, ორშაბათი, 2026

„როდესაც ხალხი დაფიქრდა, თუ რას წარმოადგენდა ევროკავშირი, მოხდა გარდატეხა, ხალხი გულით დაფიქრდა თუ რას თმობდა, ხალხმა გადაწყვიტა, რომ სჯობდა, არ წავსულიყავით ამ გზით“ – „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ისლანდიელ პროფესორთან

ხალხმა გადაწყვიტა, რომ სჯობდა, არ წავსულიყავით ამ გზით, – განაცხადა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აკურეის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა, ბირგირ გუდმუნდსონმა ისლანდიაში 29 აგვისტოს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების შესახებ.

ისლანდიაში ევროკავშირთან ურთიერთობას უპირველეს ყოვლისა სუვერენული ქვეყნის გადმოსახედიდან აფასებენ.

„როგორც კი საზოგადოებაში სიღრმისეული განხილვა დაიწყო, როდესაც ხალხი დაფიქრდა, თუ რას წარმოადგენდა ევროკავშირი, მოხდა გარდატეხა, ხალხი გულით დაფიქრდა თუ რას თმობდა, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ჩვენ ვეღარ მივიღებდით გადაწყვეტილებებს, ყველაფერს ბრიუსელი გადაიბარებდა. ხალხმა გადაწყვიტა, რომ სჯობდა, არ წავსულიყავით ამ გზით“, – აცხადებს ბირგირ გუდმუნდსონი.

ის არც ევროკავშირის მომავალს უყურებს ოპტიმიზმით.

„ევროკავშირის მომავალი ბუნდოვანია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, სწორედ ამ გაურკვევლობამ დიდწილად შეუწყო ხელი ისლანდიაში გამართული რეფერენდუმის შედეგს, რატომ გავწევრიანდებით იქ სადაც არავინ იცის, რა იქნება“, – აღნიშნა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში აკურეის უნივერსიტეტის პროფესორმა.

როგორც ცნობილია, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრებაზე უარი თქვა. ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდა. მოსახლეობის 52,8%-მა ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები