4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მარკო მიხელსონი ჰერჩინსკის შეხვედრას ბოჭორიშვილთან სირცხვილს უწოდებს

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩნსკის შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან სირცხვილს უწოდებს.

„სირცხვილი, მეტს ვერაფერს ვიტყვი. ევროკავშირო, გთხოვ, გაიღვიძე!“, – დაწერა მიხელსონმა სოციალურ ქსელ X-ში.

ცნობისთვის, ჰერჩინსკიმ გუშინ მაკა ბოჭორიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ურთიერთობებში წარმოშობილი სირთულეების გადაჭრის და მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასებების აუცილებლობას. თავის მხრივ, ევროკავშირის ელჩმა დააფიქსირა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ქართული მხარის მიერ კი გამოითქვა წუხილი, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციით გაჟღერებული გზავნილები ხელს უწყობს ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები