4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტობის კანდიდატი გარანტირებულად იქნება ადამიანი, რომელზეც ყველა იქნება დარწმუნებული, რომ ის მხოლოდ საკუთარ სამშობლოს ემსახურება

პრეზიდენტობის კანდიდატი გარანტირებულად იქნება ადამიანი, რომელზეც ყველა იქნება დარწმუნებული, რომ ის მხოლოდ საკუთარ სამშობლოს ემსახურება, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„[სალომე ზურაბიშვილი] უცხოეთში უნებართვო ვიზიტებს ახორციელებდა, საქართველოს პარლამენტმა გადაიხია თავზე კონსტიტუციაო. რაღაზე ველაპარაკოთ?! [პრეზიდენტი] მინიმუმ ასეთი არ უნდა იყოს. პრეზიდენტობის კანდიდატი გარანტირებულად იქნება ადამიანი, რომელზეც ყველა იქნება დარწმუნებული, რომ ის მხოლოდ საკუთარ სამშობლოს ემსახურება. დანარჩენი – ადამიანური თვისებები, კომპეტენცია და ბევრი სხვაა, მაგრამ მთავარია, იყოს ქართველი და ეს არ არის მხოლოდ გენეტიკურ ნაწილზე საუბარი. ქართველი უნდა იყოს და ემსახურებოდეს საქართველოს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ამერიკული მოდელით პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, ინაუგურაცია კი – 29 დეკემბერს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები