4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

მაკა ბოჭორიშვილი RSF-ს სტატიაზე: მათ ძალიან აწუხებთ ბიძინა ივანიშვილის არსებობა საქართველოში, როდესაც ხედავენ, რომ ის მუდმივად ზრუნავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე

მათ ძალიან აწუხებთ ამ ადამიანის არსებობა საქართველოში, როდესაც ხედავენ, რომ ის მუდმივად ზრუნავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე – რა საერთო აქვს ამ რეიტინგს ბიძინა ივანიშვილთან, წარმოუდგენელია, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრი გამოეხმაურა ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მომზადებულ სტატიას.

„ასეთი ხელოვნური რეიტინგები თუ ხელოვნური სიები, რომელიც კეთდება, კოორდინირებულად მიმართულია საქართველოში ხელისუფლების, ან კონკრეტული პირების წინააღმდეგ. არაერთხელ გაჟღერებულა ბიძინა ივანიშვილის სახელი, მათ ძალიან აწუხებთ ამ ადამიანის არსებობა საქართველოში, როდესაც ხედავენ, რომ ის მუდმივად ზრუნავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. რა თქმა უნდა ეს არ შედის მათ ინტერესებში, არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. რა საერთო აქვს ამ რეიტინგს ბიძინა ივანიშვილთან, წარმოუდგენელია“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ წერს, რომ 2025 წელს ბიძინა ივანიშვილმა მედია მიიტაცა. ამავე სიაში ორგანიზაციამ შეიყვანა ილონ მასკი, ვიქტორ ორბანი, რობერტ ფიცო და ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები