4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

დღეს და ხვალ ყველაზე მასშტაბური ტექ კონფერენცია კავკასიის რეგიონში “Touch Summit”

წლის შემაჯამებელი ტექნოლოგიური სამიტი – TOUCH23 ტრადიციულად რუსთაველის თეატრში, 7 და 8 დეკემბერს იმართება, რომელიც აერთიანებს 60-ზე მეტ სპიკერს, 100-ზე მეტ სესიას, ვორქშოფებსს, სტარტაპ ჩელენჯს, სტარტაპ ექსპოს, მენტორშიფს სესიებს, მეჩმეიქინგს, ინსპირაციას და გართობას.
ეს ორდღიანი თავგადასავალი გადანაწილებულია თეატრის სხვადასხვა სივრცეებში. წელს სამიტს 3 სცენა და 6 მთავარი თემა აქვს:

1. დიზაინი
2. ბიზნესი
3. ტექნოლოგიები
4. მომავალი
5. სტარტაპები
6. ინვესტიციები

წლევანდელი სამიტის მიზანია კიდევ უფრო საერთაშორისო გახდეს ღონისძიება მოწვეული სპიკერების, დელეგატების, დამსწრე სტარტაპებისა და ინვესტორების მიმართულებით და მეტად შეუწყოს ხელი ადგილობრივი პროფესიონალებისა და სტარატაპ ეკოსისტემის განვითარებას.

სპიკერები წარმოდგენილნი არიან წამყვანი კომპანიებიდან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით: Google, Meta, IDEO, ReadyPlayerMe, NVIDIA, Spotify, MIRO, Sandbox, Cloudflare, Brain.Space, Breakfast.app, Dutch Digital Design, Launch Code, UNIT9 და ბევრი სხვა.

სამიტზე წელს განსაკუთრებული ადგილი უკავია სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, სადაც განსაკუთრებულად ხმაურიან და საინტერესო STARTUP CHALLENGE-ს დაეთმობა დიდი ყურადღება. გვყავს 10 დარეგისტრირებული სტარტაპი, რომელთაც ეძლევათ შანსი მოიზიდონ 1 მილიონამდე ევროს მოცულობის ინვესტიცია!

გარდა ამისა, ყველა სტარტაპ დელეგატისთვის წელს დამატებულია ცალკე პროგრამა ქინოუთ სესიების, პანელური დისკუსიებით და ვორქშოფებით. გარდა ამისა ყველა დელეგატს საშუალება ექნება მენტორშიფ სესიები ჩანიშნოს სამიტზე მოწვეულ მენტორებთან, ასევე მათთვის ცალკე გამოყოფილია საექსპოზიციო სივრცე, სადაც 30-მდე სტარტაპს აქვს შესაძლებლობა ადგილზე გააცნონ დამსწრე დელეგატებს თავისი პროდუქტი.

ღონისძიების ფარგლებში მთავარეზე მისიას საქართველოც შეუერთდა. შეურთდა.
წელს სამიტს ბრიტანული კომპანია SPACEBIT-ის დამფუძნებელიც წარსდგება. კომპანია ნასასთან პარტნიორობით 24 დეკემბერს ამერიკის მიწიდან, ბოლო 50 წელიწადში პირველ მისიას უშვებს მთვარეზე. უკრაინასა და ბრიტანეთთან ერთად ამ მისიას საქართველოც შეუერთდა. Touch Summit-ის ყველა დელეგატს ექნება უნიკალური შესაძლებლობა, თავისი ციფრული წერილი მთვარეზე შემდეგ მისიას გაატანოს.
სპეციალურად ამ კამპნიისთვის შექმნილია ვებ გვერდი, რომელზე წვდომაც Touch Summit-ის ვებ პლატფორმიდან და მხოლოდ ღონისძიების დელეგატებისთის არის შესაძლებელი.

ყველაზე პატარა როვერ რობოტი სახელად “ასაგუმო” სპეციალური მინიჩიპის მეშვეობით ასაგუმო ჩვენს ციფრულ წერილებსაც დატოვებს მთვარის მიწაზე და ამით ქართველი ხალხის შეტყობინება პირველად გაცდება ჩვენი პლანეტის საზღვრებს.

გარდა ამისა, ყველა დელეგატს დახურული ლინკით ექნება საშუალება პირდაპირ ეთერში უყუროს ამ ხომალდის დედამიწის ზედაპირიდან აფრენის კადრებს.

ორგანიზატორების მოლოდინით ღონისძიებას ესწრება 1000-ზე მეტი დელეგატი, 100-ზე მეტი სტარტაპი და ინვესტორი რეგიონიდან.

სრულ პროგრამას შეგიძლიათ ღონისძიების ვებ გვერდზე გაეცნოთ: https://touch.ge/touch23/agenda/2023-12-07

ავტორი:

ბოლო სიახლეები