4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

კონსტანტინე ზარნაძე „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: რეალურად პრემიერმა საპატრიარქოს გადასცა ის ტერიტორია, სადაც 10 წელზე მეტია ისედაც აშენებულია ტაძარი თავისი დამხმარე ნაგებობებით, გლდანის VIII მიკროში

რეალურად პრემიერმა საპატრიარქოს გადასცა ის ტერიტორია, სადაც 10 წელზე მეტია ისედაც აშენებულია ტაძარი თავისი დამხმარე ნაგებობებით, გლდანის VIII მიკროში, – წერს სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძე „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

როგორც კონსტანტინე ზარნაძე აღნიშნავს, ამ ამბავშიც ჩანს „მთავარი არხი“ როგორ ამუშავებს საკუთარ პროპაგანდისტულ მანქანას ადამიანების ტვინების სამართავად.

„ამ ერთ ახალ ამბავშიც მარტივად ჩანს, როგორი მავნებელია მთავარი არხი და როგორ ამუშავებს საკუთარ პროპაგანდისტულ მანქანას ადამიანების ტვინების სამართავად. რეალურად რა მოხდა, მოხდა ის, რომ პრემიერმა საპატრიარქოს გადასცა ის ტერიტორია, სადაც 10 წელზე მეტია ისედაც აშენებულია ტაძარი თავისი დამხმარე ნაგებობებით, გლდანის VIII მიკროში.

გლდანში მაცხოვრებელი ადამიანების უკეთ ინფორმირებისთვის კომენტარებში დავდებ სურათს“, – წერს იგი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები