“თქვე მართლა ამორალურო მოღალატეებო თქვენა – არა მარტო ისტორიას ვერ გადაწერთ, არამედ დღევანდელობის, მომავალის და ისტორიის წინაშე პასუხს აგებთ საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარების მცდელობისთვის,”- წერს “აირჩიე ევროპას” დამფუძნებელი ხათუნა ლაგაზიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
“2008 წლის 7 აგვისტოს დღის 11.45-ზე დაიბადა ჩემი ანა და ჯერ კიდევ სამშობიარო მაგიდაზე ვიწექი, ჩემი ქმარი რომ შემოვიდა და მისი პირველი სიტყვები იყო – ხათუნა ომის დაიწყოო!!! რა დამავიწყებს იმ სიმწარეს და სასოწარკვეთას – წუთების დაბადებული ბავშვი სად წამეყვანა და როგორ გადამერჩინა რომ არ ვიცოდი!!! არავის ვუსურვებ იმ შოკის გავლას!!! არც ამ ქვეყანას დაგითმობთ და არც ჩვენი შვილების მომავალს!!! კიდევ არ მიცნობთ!!!” – წერს ლაგაზიძე.








