„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა პარტიის დასკვნით შეკრებაზე საზოგადოებას მიმართა.
“მინდა მივმართო აქაურ წვრილფეხა რადიკალებს და მათ წამქეზებლებს, რომ ასე ვერ გაგრძელდება, ეს არ მოხდება. უსამშობლო, გამყიდველი ადამიანები ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, საქართველო არ დაბრუნდება წარსულში. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ გამარჯვებით, წინ, ევროპისკენ!
მათმა მმართველობამ საქართველოს უამრავი უბედურება მოუტანა, რასაც არ დაივიწყებს ქართველი ხალხი და არ დაუშვებს, ისევ გახვიონ ქვეყანა ომის ქარცეცხლში, გარე ძალების ინტერესების გამო.
თუ სამშობლო არ გიყვარს, როგორ შეიძლება გიყვარდეს და პატივს სცემდე სხვა ქვეყანას? უსამშობლო ადამიანი მტერზე უფრო საშიშია, რადგან ყველანაირ სიბინძურეს აწერს ხელს.
ჩვენ ვერ დავუთმობთ სამშობლოს უსამშობლო ადამიანებს საჯიჯგნად!” – განაცხადა კახა კალაძემ.








