4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ორი კვირის განმავლობაში, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა შესაძლებელი იქნება ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციითა და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით

ირანი ორი კვირის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას დაუშვებს იმ შემთხვევაში, თუ გემები კოორდინაციას ირანის შეიარაღებულ ძალებთან გაივლიან, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.

„ორი კვირის განმავლობაში, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა შესაძლებელი იქნება ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციითა და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით“, – დაწერა არაღჩიმ.

არაღჩიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანი შეწყვეტს სამხედრო თავდასხმებს მანამ, სანამ მას თავს არ დაესხმიან.

„თუ ირანის წინააღმდეგ თავდასხმები შეწყდება, ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები შეაჩერებენ თავდაცვით ოპერაციებს“, – აღნიშნა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.