4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

იენს სტოლტენბერგი: უკრაინა მიიღებს მოწვევას, როდესაც ლიდერები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილდება

ნატომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის „მაპის“, როგორც შემდეგი ნაბიჯის გაუქმებაზე, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„რაც შეეხება მოწვევას, უკრაინა მიიღებს მოწვევას, როდესაც ლიდერები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილდება“, – განმარტა იენს სტოლტენბერგმა.

ასევე მიიღეს გადაწყვეტილება მრავალწლიან დახმარების პაკეტზე. ნატო-უკრაინის საბჭოზე პირველი საინაუგურაციო შეხვედრა ხვალ პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით გაიმართება. განცხადება რამდენიმე წუთის წინ გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. შემაჯამებელი პრესკონფერენცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.