თვალჭრელიძის ქუჩაზე ადმინისტრაციული წესით 17 პირია დაკავებული.
როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პირების დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე განხორციელდა.
თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე უკანონოდ მცხოვრები პირების გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა.
შენობა ავარიულია და მე-4 კატეგორიას მიეკუთვნება. სამხარაულის ექსპერტიის დასკვნით, დაზიანებულია მზიდი კედლები და აუცილებელია მისი დემონტაჟი.









