4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

თეთრი სახლი: აშშ უკრაინას 2,5 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინას 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„დღეს მე სიამაყით ვამბობ, რომ გამოვყოფ თითქმის 2,5 მილიარდ დოლარს უკრაინის უსაფრთხოების დასახმარებლად, ვინაიდან უკრაინელი ხალხი აგრძელებს საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვას რუსული აგრესიისგან“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

დახმარება ორი პაკეტისგან შედგება – 1,25 მილიარდი დოლარი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას მოხმარდება, ხოლო 1,22 მილიარდი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ინიციატივაზე (USAI) დაიხარჯება.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დახმარების ახალი პაკეტის მეშვეობით უკრაინას მეტი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, არტილერია და სხვა შეიარაღება ექნება.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ომში უკრაინის პოზიციების გაძლიერებაზე მუშაობას გააგრძელებს.

„თავდაცვის დეპარტამენტი ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის, ათასობით რაკეტისა და ასობით ჯავშანტექნიკის მიწოდების პროცესშია, რამაც უკრაინის პოზიციები ზამთარში უნდა გააძლიეროს“, – დასძინეს თეთრ სახლში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.