4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

თეა წულუკიანი: 20 ადამიანიდან, ვინც ქალბატონმა ნანულიმ გამოაქვეყნა, 15 ადამიანი არის ცოცხალი, ერთის იდენტიფიცირება ვერ ხდება, ერთი ადამიანია გარდაცვლილი 2000 წელს და ერთი ან ორი ადამიანი გარდაიცვალა მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ

20 ადამიანიდან, ვინც ქალბატონმა ნანულიმ გამოაქვეყნა, 15 ადამიანი არის ცოცხალი, ერთის იდენტიფიცირება ვერ ხდება, ასეთი გვარის სახელის და მამის სახელის მქონე ადამიანი ბუნებაში არ არსებობს, ერთი ადამიანია გარდაცვლილი 2000 წელს, როდესაც მამაჩემი უკვე პენსიაზეა გასული და ერთი ან ორი ადამიანი არის გარდაცვლილი მას შემდეგ, რაც მამაჩემი გარდაიცვალა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა.

„ეს გაუგონარი ცილისწამებები მე მინდა, რომ დასრულდეს. თუ არ დასრულდება რა თქმა უნდა დავას ყველასთან გავაგრძელებ, ვინც უკვე წელებია ამ შეურაცხყოფას აყენებს ჩემს ოჯახს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის ოჯახმა ცილისწამებისთვის ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები