4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზუგდიდის მერის მოადგილე: დიდთოვლობის გამო მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია ადამიანური რესურსი

დიდთოვლობის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მიმდინარეობს ადმინისტრაციული ერთეულების შიდა საუბნო გზების მოწესრიგება, – განაცხადა ზუგდიდის მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ.

„დიდთოვლობის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მიმდინარეობს ადმინისტრაციული ერთეულების შიდა საუბნო გზების მოწესრიგება. ადამიანური რესურსი მობილიზებულია და ქალაქის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა არის პრობლემები და გამოწვევები. 7 საჯარო სკოლაში შეწყდა სწავლა, რამდენიმე საბავშვო ბაღში ბავშვები არ გამოცხადდნენ. ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“, რადგანაც ელექტროენერგია რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება. დღის ბოლომდე აღდგება ელექტროენერგია და მაქსიმალურად ეცდება მუნიციპალიტეტის მერია, რომ ყველა პრობლემა მოგვარებულ იყოს“, – განაცხადა ნანავამ.

ზუგდიდის მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი

ავტორი:

ბოლო სიახლეები