4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზელენსკი: პუტინი აშშ-ზე სუსტია, ამერიკას აქვს იმის ძალაუფლება, რომ ომი დაამთავროს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ზე სუსტია და აქვს მეტი საშუალება იმისათვის, რომ აიძულოს კრემლის ლიდერი შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, – განაცხადა ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში.

„დარწმუნებული ვარ, რომ დღესდღეობით ეს (ომის შეწყვეტა – რედ.) დამოკიდებულია პუტინზე. მას შეუძლია ეს გააკეთოს. მას შეუძლია მოინდომოს და დაამთავროს ეს ომი, მაგრამ ეს ასევე უფრო მეტად დამოკიდებულია აშშ-ზე. პუტინი აშშ-ზე სუსტია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს აქვს ძალაც, ძალაუფლებაც, იარაღიც, და მას შეუძლია დაწიოს ფასი ენერგორესურსებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უკრაინამ შეიძლება წააგოს ამ ომში, თუ ამერიკა შეამცირებს დახმარებას.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა უკრაინის, აშშ-სა და ევროპის ერთიანობის მნიშვნელობაზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.