4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზაალ ანჯაფარიძე: შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა – თუკი უკრაინას უყენებენ ამ პირობას, იგივე პირობას, როგორც ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, დაგვიყენებენ ჩვენც

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა. ამის შესახებ მან უკრაინელ ლგბტ ვეტერანებთან და შვედური ლგბტ ორგანიზაცია RFSL-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძის განცხადებით, თუკი შვედეთმა უკრაინას დაუყენა აღნიშნული პირობა, იგივე პირობას დაუწესებს საქართველოსაც, რამდენადაც ჩვენი ქვეყანაც უკრაინის მსგავსად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა.

„შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების ლეგალიზაცია უკრაინის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი პირობაა. ამის შესახებ მან უკრაინელ ლგბტ ვეტერანებთან და შვედური ლგბტ ორგანიზაცია RFSL-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მის ოფიციალურ რეზიდენციაში გაიმართა.

ინფორმაციის სიზუსტისთვის – ეს წერია მინისტრის ინსტაგრამ გვერდზე.

თუკი უკრაინას უყენებენ ამ პირობას, იგივე პირობას, როგორც ასევე ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, დაგვიყენებენ ჩვენც. ინფორმაცია განსჯისათვის!“,- წერს ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები