4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ვიქტორ ორბანი: ლიბერალებმა სიტყვა „დემოკრატია“ დაამახინჯეს, რათა ლეგიტიმაცია წაართვან მათ, ვინც მათი მსოფლმხედველობის წინააღმდეგ წასვლას ბედავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ლიბერალებმა სიტყვა „დემოკრატია“ დაამახინჯეს, რათა ლეგიტიმაცია წაართვან მათ, ვინც მათი მსოფლმხედველობის წინააღმდეგ წასვლას ბედავს.

ორბანი დემოკრატიის სამართლებრივი საფუძვლის აღდგენის პირობას დებს და წერს, რომ მისი მთავრობა, ევროპელი პატრიოტების ჯგუფთან ერთად იბრძვის ევროპის ქრისტიანული, კონსერვატიული და ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მომავლისთვის.

„ლიბერალებმა სიტყვა „დემოკრატია“ დაამახინჯეს, რათა ლეგიტიმაცია წაართვან მათ, ვინც მათი მსოფლმხედველობის წინააღმდეგ წასვლას ბედავს. ჩვენ მის კანონიერ საფუძვლებს აღვადგენთ. ჩვენი მთავრობის მუშაობის, „ფიდესის“ წარმატებისა და ევროპელი პატრიოტების წყალობით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მომავალი ქრისტიანული, კონსერვატიული და ეროვნულ პრინციპზე დაფუძნებულ დემოკრატიაშია“, – დაწერა ორბანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.