უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და მისი გუნდის მომავალ წევრებს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდა.
„აშშ დღეს. მომავალი დაიწყო!“, – დაწერა ორბანმა.
ტრამპის გარდა ორბანი ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალ ხელმძღვანელს ილონ მასკს და ტრამპის მომავალ მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცს შეხვდა.









